აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი

15:18, 01.06.2026

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა. მხარეებმა ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. პირისპირი დისკუსიის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგა. იმსჯელეს თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე. მათ შორის: სამხედრო განათლება, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ასევე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობა. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის მიმართულებით არსებულ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. დელეგაციამ ჰეიდარ ალიევის ძეგლიც შეამკო ყვავილებით.

 

მსგავსი