აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

აზერბაიჯანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

საკონსტიტუციო სასამართლომ „მილი მეჯლისის“ დათხოვნის მოთხოვნა კონსტიტუციურად მიიჩნია, რის შემდეგაც პრეზიდენტმა რიგგარეშე არჩევნების თარიღი გამოაცხადა. 125-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს. თუმცა სახელისუფლებო პარტიამ ჩათვალა, რომ მთავრობის რეფორმებს პარლამენტი ფეხს ვეღარ უწყობდა.

ოპოზიციური სპექტრი ვადამდელი არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს.