აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში – შეფასება
ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს ვიზიტი არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ გამოხატული დამოკიდებულება, არამედ ქართველი ხალხისა და ქვეყნის პატივისცემაა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში განხილული ყველა თემა ეკონომიკურ სარგებელს, მშვიდობასა და თანამშრომლობას უკავშირდებოდა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში დასრულებულია. ის საქართველოში გუშინ დილით ჩამოვიდა და საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს შეხვდა.