აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

21:01, 06.04.2026

ახალი საინვესტიციო გეგმები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება – ასეთია შეთანხმებები, რომლითაც საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა. 2,5 წლის შემდეგ, ილჰამ ალიევი ქვეყანას სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრა. რეგიონული გამოწვევების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე აქცენტი გაკეთდა მშვიდობის და სტაბილურობის ხელშეწყობის აუცილებლობაზე. აზერბაიჯანის პირველმა პირმა სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული როლიც აღნიშნა. –ალიევმა ამჯერად თბილისში ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი აქტორია საქართველო შუა დერეფნის მარშრუტში და ქვეყნებს შეახსენა, რომ აზერბაიჯანიდან 16 მიმართულებით გაზის ექსპორტი სწორედ საქართველოდან იწყება. საჭიროა ინვესტიციების კიდევ უფრო ზრდა – ეს განცხადება მეზობელი ქვეყნის პირველ პირს ეკუთვნის, რომელმაც არ გამორიცხა, რომ საქართველოსთან ერთად მესამე ქვეყნებში ერთობლივი საინვესტიციო პროექტები დაგეგმონ. ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად, სტუმარი მიიღო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ. ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს ბიზნეს-ცენტრში ესტუმრა.

მთავარი აქცენტები და გზავნილები – ანა ბროლაძის რეპორტაჟში.

მსგავსი