აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

18:01, 06.04.2026

საქართვლო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები, შუა დერეფნის განვითარება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავდება და საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განვითარება – ამ საკითხებზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძემ და ილჰამ ალიევმა. დისკუსია ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში. ილჰამ ალიევის თქმით, საქართველო არის პირველი ქვეყანა საერთაშორისო საექსპორტო მარშრუტზე, რომლითაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთანაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისში დღეს დილით ჩამოვიდა. მას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. პოლიტიკური შეხვედრების დაწყებამდე ილჰამ ალიევმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შემდეგ ის მეუღლესთან ერთად მივიდა ჰეიდარ ალიევის ძეგლთან და აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას პატივი მიაგო.

მსგავსი