აზერბაიჯანის პრეზიდენტის გზავნილები

15:12, 13.07.2026

სამხრეთ კავკასიამ ბოლო წლებში რადიკალური ცვლილებები განიცადა და რეგიონში ძალაუფლების ახალი ცენტრები ჩამოყალიბდა. განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის როლთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ. მისივე თქმით, ცვლილებების მთავარი გარდამტეხი მომენტი იყო ყარაბაღის მეორე ომი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ეს ვითარება მოითხოვს სამხრეთ კავკასიის მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრებას, როგორც ანალიტიკოსების, ისე პოლიტიკოსების მხრიდან. ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სრულად ნორმალიზებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ალიევმა ქალაქ შუშის IV გლობალურ მედიაფორუმზე ისაუბრა. მან აქცენტი გააკეთა დასავლეთის ცალმხრივ დამოკიდებულებაზე სომხეთის მიმართ, რამაც ალიევის თქმით, კითხვები გააჩინა. როგორც ალიევმა თქვა, ყველა მხარემ, რომელსაც რეგიონში მშვიდობა, თანამშრომლობა სურს, სამხრეთ კავკასიის თითოეულ სახელმწიფოსთან ცალკეული და დაბალანსებული თანამშრომლობის ფორმატი უნდა ჩამოაყალიბოს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის ფორმატზე, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი.

მსგავსი