საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი რეგიონული პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-10 სხდომის ეფექტურობას, ასევე მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობაზეც. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას.