აზერბაიჯანელები მსოფლიო სოლიდარობის დღეს აღნიშნავენ

დღეს აზერბაიჯანელები მსოფლიო სოლიდარობის დღეს აღნიშნავენ.

დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი, გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოში მეჰრალიევების ოჯახს ეწვია.

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, ტრადიციულად, ამ დღეს განსაკუთრებული სამზადისით ხვდებიან. შეგახსენებთ, რომ  მსოფლიო სოლიდარობის დღეს აზერბაიჯანელები 1989 წლიდან აღნიშნავენ, თარიღი ემთხვევა ნახჭევნის ოლქში საბჭოთა კავშირსა და ირანს შორის საზღვრების გახსნის პერიოდს.

1991 წლიდან ჰეიდარ ალიევმა აზერბაიჯანელთა მსოფლიო სოლიდარობის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა.