„აზდაკის თეატრის“ ახალი სეზონი
შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს – „აზდაკის ბაღი“ ახალ თეატრალურ სეზონს ხსნის. ინტეგრირებული თეატრის დასი მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების ახალ თეატრალურ ვერსიას წარუდგენს. სცენაზე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებთან ერთად პროფესიონალი მსახიობებიც იქნებიან. წლევანდელ სეზონს თეატრი სიახლითაც ხვდება.
„აზდაკის ბაღი“ახალ სეზონს უკვე სახელმწიფო თეატრის სტატუსით გახსნის. თეატრთან ერთად ფუნქციონირებას იწყებს სკოლა სტუდიაც, რომელიც შშმ და ტიპური განვითარების ახალგაზრდებს სამსახიობო ოსტატობას და თეატრთან დაკავშირებულ სხვა უნარებს ასწავლის.