„აზდაკის ბაღი“

აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში ინტეგრირებული თეატრის – „აზდაკის ბაღის“ ათი წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. დაარსების დღიდან „აზდაკის ბაღი“ აერთიანებს პროფესიონალ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობებს, რომელთა სპექტაკლებიც არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც მუდმივ რეჟიმში იმართება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ „აზდაკის ბაღს“ აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიანიჭა.