აზარტული თამაშების რეკლამა შეიძლება შეიზღუდოს

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირებაზე კანონი შესაძლოა გამკაცრდეს.

თუ მმართველი გუნდის ექვსი დეპუტატის მიერ მომზადებული ინიციატივა დამტკიცდება, სათამაშო ბიზნესის რეკლამირება აიკრძალება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში. ასევე აკრძალვა გავრცელდება ყველა ტელე-მაუწყებელზე და სოციალურ ქსელზე.

კანონ-პროექტით გათვალისწინებული რეგულაციები გადაჭარბებულად მიაჩნია ბიზნეს-ომბუდსმენს. ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიციაც.