აწყურის ტაძრის რეაბილიტაცია

ერთ-ერთი მასშტაბური სარესტავრაციო პროექტი დასკვნით ეტაპზეა. აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში 2015 წელს დაწყებული სამუშაოების შედეგად, უძველესმა ისტორიულმა ძეგლმა პირვანდელი სახე უნდა დაიბრუნოს.

ტაძარში, რომლისგანაც მხოლოდ ნანგრევები იყო შემორჩენილი, ახლა კედლებს ამაგრებენ.

რესტავრაციის ფონზე აწყურში არქეოლოგიური გათხრებიც ჩატარდა, შედეგაც არაერთ უნიკალურ სიძველეს და არტეფაქტს მიაგნეს.