აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია
თბილისში, აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე ადგილზე სამუშაოებს კომპანია GWP და „თბილისი ენერჯი“ აწარმოებენ. ამის შემდეგ კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კახა კალაძემ დაათვალიერა. აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარია გათვალისწინებული.