აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მეუფე თეოდორესთან ერთად დაათვალიერა.

42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. უკვე ამოყვანილია კედლები. ახლო მომავალში იგეგმება გუმბათის დაშენება. აღდგენილ ტაძარზე უნდა შენარჩუნდეს უძველესი დეტალები.

სარესტავრაციო სამუშაოებისთვის ფონდ „ქართუს“ 12,5 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი. მიმდინარე წელს კი ძეგლების აღსადგენად იგეგმება 20 მილიონი ლარის დახარჯვა. აქედან 6 მილიონი ლარი მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

რეგიონში უკვე აღდგენილია 40-მდე ისტორიული ძეგლი. მათ შორისაა ვარძიის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში აღდგა გრუნტით დაფარული გამოქვაბულები და სამონასტრო კომპლექსი 20 %-ით გაიზარდა.