„აწარმოე საქართველოს“ ახალი პროგრამა

18:50, 04.02.2025

„აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამის ფარგლებში 188 სესხი დამტკიცდა, რომელთა ჯამური ღირებულება 12 მილიონ 830 ათასი ლარია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიმართ ინტერესი დიდია, განსაკუთრებით რეგიონებიდან. რაც შეეხება სექტორებს, დამტკიცებული სესხების უმრავლესობა ტურისტული განთავსებისა და სარესტორნო მომსახურებაზე მოდის. გარდა ამისა, სესხები გაცემულია ტანსაცმლის, ავეჯის, სხვადასხვა ხისა და კერამიკული ნაწარმის წარმოებასა და მომსახურების სექტორებში. ამ პროგრამის ახალი ფინანსური მექანიზმია სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრების მომსახურება. იგი დაეხმარება ნებისმიერ მსურველს განავითაროს უკვე არსებული ბიზნესი, ან დაიწყოს ახალი საქმიანობა. სერვისების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.

მსგავსი