ავტოსკოლების ლიცენზირების მოთხოვნა

საგზაო უსაფრთხოება და მძღოლების მომზადების დონე – საკითხი, რომელიც მეტეოროლოგიური მდგომარეობის გაუარესებისთანავე აქტიურდება და ავტოსკოლებთან პირდაპირ კავშირშია. რამდენად ხარისხიანია ცოდნა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით არსებული ასეულობით ავტოსკოლა გასცემს. თუ სპეციალისტების შეფასებებს დავეყრდნობით, მძღოლების მოსამზადებელ ცენტრების უმეტესობაში სწავლების დონე არადამაკმაყოფილებელია. აქცენტირება, მხოლოდ მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ტესტებზე ხდება, კონკრეტულ სიტუაციებში მოქცევის წესებს კი ნაკლები ყურადღება ეთმობა. სწავლების პროცესში არსებული ხარვეზებზე ავტოსკოლების წარმომადგენელთა ნაწილიც საუბრობს.

რა უნდა შეიცვალოს პოტენციური მძღოლების მომზადების პროცესში და რატომ ითხოვს სექტორი სავალდებულო ლიცენზირებას.