ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებული სტატისტიკა

ავარიების შედარებით გაუმჯობესებული სტატისტიკა – თუ წლის პირველი კვარტლის მონაცემებს გადავხედავთ, ავტოსაგზაო შემთხვევების საერთო რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია.

2025 წლის პირველ სამ თვეში ავარიებს 112 ადამიანი ემსხვერპლა, ახლა კი ეს რიცხვი 20-ით ნაკლებია. კიდევ უფრო მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევების, ისევე როგორც დაშავებულთა რაოდენობის კლების მაჩვენებელი. ექსპერტების ნაწილი ამ ტენდენციას კანონების გამკაცრებას და რეგულაციების აღსრულებას უკავშირებენ. თუმცა საგზაო უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებისთვის არსებული მონაცემები მაინც საგანგაშოა, რის გამოც სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ვიდეო მონიტორინგის გზით გამოვლენილი დარღვევების ქულათა სისტემაზე მიბმა და ქალაქში დასაშვები სიჩქარის კიდევ უფრო შეზღუდვაა. მოლოდინია, რომ პირველი მაისიდან ამოქმედებული ახალი რეგულაციები და გაზრდილი ჯარიმები წლების განმავლობაში არსებულ მძიმე სტატისტიკას გააუმჯობესებს.