ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა
ავარიების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა 2025 წელს კიდევ უფრო გაიზარდა. 2024 წელთან შედარებით, მონაცემები საგანგაშოა.
შემთხვევების ძირითადი ნაწილის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება და მანქანის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვაა. გაუარესებულია ქვეითად მოსიარულეთა დაღუპვის მაჩვენებელიც. გაზრდილია ე. წ. სქროლების და მოტოციკლეტების მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც.
ბოლო წლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები არაერთხელ გამკაცრდა. კანონში ცვლილებები გასულ წელსაც შევიდა. ინიცირებულია ახალი კანონპროექტიც, რომელიც სხვადასხვა დარღვევაზე, მათ შორის, სიჩქარის გადაჭარბებაზე, რეგულაციების გამკაცრებას გულისხმობს. სფეროს ექსპერტები გამოსავალს უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე სასჯელის გამკაცრებაში და ჯარიმების ვიდეო მონიტორინგის სისტემაზე მიბმაში ხედავენ.