ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე
ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. წინასწარი ცნობებით, ავტობუსში მყოფი მგზავრები ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. დაშავებულია სამგზავრო ავტობუსში მყოფი 14 ადამიანი. ისინი ზესტაფონის ორ სამედიცინო დაწესებულებაში – „ფერომედსა“ და „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. „ფერომედის“ ინფორმაციით, კლინიკაში ექვსი პაციენტია მოთავსებული. მათგან ერთ მამაკაცს მძიმე დაზიანებების გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.