ავტოსაგზაო შემთხვევა ვარაზისხევში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვარაზისხევში გუშინ ღამით.

თვითმხილველების განცხადებით. BMW-ს მარკის ავტომობილმა მელიქიშვილის გამზირის მხრიდან მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება სცადა, რა დროსაც ვარაზისხევიდან ამომავალ ავტომობილს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.