ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში.

ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. მარცხენა სანაპიროზე, ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავარდნილი ავტომობილის მძღოლი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს.

უწყების ცნობით, 21 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.