სამი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში. გურამიშვილის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ამწე შეეჯახნენ. შედეგად, ამწეს მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ინერციით შენობას შეეჯახა. დაშავებულები ტროტუარზე ფეხით მოსიარულეები არიან, მათ შორის არის ერთი ბავშვი. სხვადასხვა დაზიანებით ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მომხდარზე დაიწყო გამოძიება.