ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

ორი ადამიანი დაშავდა თბილისში მომხდარი ავარიის დროს. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარის მიზეზებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს.

საქმე 276-ე მუხლით აღიძრა.