ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ნოსირთან

ორი ადამიანი გარდაიცვალა სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ორივე ავტომანქანა აალდა და  დაიწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.