ავტოსაგზაო შემთხვევა შინდისში

15:22, 25.04.2019

შინდისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი მოზარდი დაშავდა.

„მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც სავარაუდოდ არასრულწლოვანი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ბოძს, შემდეგ კი სახლის ჭიშკარს შეეჯახა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი