ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში. წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. არიან დაშავებულებიც. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალი. შსს- ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 თავით მიმდინარეობს.