მარნეული-ბოლნისის გზაზე ავარიის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე ბოლნისის ცენტრალურ საავადმყოფოში რჩება. სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, რასაც ადგილობრივებს, ავტომობილის მძღოლსა და ავტომანქანაში მსხდომ ადამიანებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს დაზიანდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილიც.
რა ვითარებაა ამ დროისთვის ადგილზე და როგორია დაშავებულთა მდგომარეობა – ბოლნისიდან ბოლო ინფორმაციას რუსუდან ლოლაძე მოგვაწვდის.