ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე

ოთხი ადამიანი დაშავდა იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად. ისინი მცხეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმის განცხადებით, მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები აქვთ. დასავლეთიდან მოძრავი მიკროავტობუსი წეროვანის დასახლების მახლობლად გადატრიალდა. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.