ავტოსაგზაო შემთხვევა

ორი ადამიანი დაშავდა პეკინის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

გამოძიება 276 მუხლით დაიწყო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ავტობუსი ავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა, რასაც გაჩერებასთან შეჯახება და მასთან მყოფი ორი მოქალაქის დაშავება გამოიწვია. საბედნიეროდ ავტობუსის მძღოლმა მოახერხა ტრანსპორტის გაჩერება. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.