ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა 

მოძრაობის წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.

პირველი მაისიდან ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები, რომლის თანახმადაც მანევრირების წესის დარღვევისთვის, სიჩქარის გადაჭარბების, ღვედის არ გამოყენების, ბასლაინზე მოძრაობისა და საჭესთან მობილურის გამოყენებისთვის მძღოლებს გაზრდილი ჯარიმების გადახდა მოუწევთ. პარალელურად ურჩ მძღოლებს მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების გაზრდილი რაოდენობა დააკლდებათ. განხორციელებული ცვლილებების მთავარ მიზეზად ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო მაჩვენებელი სახელდება.

რა იცვლება და როგორ აფასებენ გამკაცრებულ რეგულაციებს სპეციალისტები – მარიამ აფციაური გიამბობთ.