ავტოსადგურების სერტიფიცირება 

უკვე ერთი წელია, რაც ქვეყნის მასშტაბით ავტოსადგურებისთვის სერტიფიკატის მიღება და ახალი ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულო გახდა.

წლების განმავლობაში უკონტროლო სფეროში რეგულაციების შემოღება არაერთმა პრობლემამ განაპირობა – სამგზავრო გრაფიკების არ არსებობამ, ანტისანიტარიამ და მოლოდინის დარბაზების გაუმართაობამ. ტექნიკური რეგლამენტი 2024 წლის მაისში დამტკიცდა, ობიექტების ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად კი ერთწლიანი ვადა დადგინდა.

ნინო ფისაძისა  და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟში შიდა ქართლის მაგალითზე ნახავთ, როგორ მიმდინარეობს რეფორმა და რა ხარვეზებია აღსრულების მიმართულებით.