მსვლელობა თბილისში

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, ვარდების მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე ავტოკოლონის მსვლელობა მოეწყო.

მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, მათ სურთ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს კიდევ ერთხელ გააგონონ მოთხოვნა, რომ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს 20 ივნისის ღამის მოვლენებზე და დატოვოს თანამდებობა.

მსვლელობას შეუერთდნენ „ევროპული საქართველოსა” და „ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

აქციის მონაწილეთა თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მსვლელობის მონაწილეები დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე შეკრებასაც გეგმავენ.