ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება

სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოში მსოფლიო ლიდერი კომპანია შემოდის.

კომპანია „აპლუსი“ წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 26 სპეციალიზირებული სადგურის გახსნას გეგმავს. საკითხზე დღეს კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა და კომპანია „გრინვეი საქართველოს“ კომერციულმა დირექტორმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.