ავტომობილების რეექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი

სხვა ეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, საქართველოდან რეექსპორტის მაჩვენებლებიც მზარდია. განსაკუთრებული მატება ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მსუბუქი მანქანების ფასი საშუალოდ 40 პროცენტით არის მომატებული, მოთხოვნა მაინც მაღალია. ყველაზე მეტი ავტომობილი საქართველოდან მეზობელ ქვეყნებში გადის. პირველ ხუთეულში მეორე ადგილზე დაბრუნდა უკრაინაც. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ამ დრომდე პრობლემები რჩება ტრანსპორტირების კუთხით, რაც შეკვეთიდან ჩამოყვანამდე დროს სამიდან ხუთ თვემდე ზრდის.