ავტომობილების რაოდენობის ზრდა და ეკოლოგიური საფრთხეები
ავტომობილების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობა და ქვეყანაში არსებული ავტოპარკი, რომლის 90 %-იც 2016 წლამდე არის გამოშვებული.
საგზაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში არსებული ეს მონაცემები, ავტო-ავარიების გამომწვევ ძირითად ფაქტორებს შორის სახელდება. გარდა იმისა, რომ სტატისტიკა დაღუპულთა და დაშავებულთა მაღალ მაჩვენებელთან პირდაპირ კავშირშია, ის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. გადატვირთული მოძრაობა და საცობები ჰაერის ხარისხზე ნეგატიურად აისახება. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ბავშვები არიან. როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა – ექსპერტები სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე მიანიშნებენ.