ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი
2000-ზე მეტი მსუბუქი ავტომობილი, 1000-ზე მეტი მიკროავტობუსი და 101 სატვირთო – წლის პირველ ექვს თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა ჯამში 5000-დე სატრანსპორტო საშუალებას გამოუვლინდა.
მონიტორინგი მოიცავდა ყველა დიდ ქალაქს. ყველაზე მეტი დარღვევა თბილისში დაფიქსირდა. მაჩვენებელი გასულ წლებთან შედარებით მაღალია, რასაც გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურ კონტროლს უკავშირებს. იმ მძღოლებისთვის, რომელთა სატრანსპორტო საშუალებაც, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმას ვერ აკმაყოფილებს, პირველ ჯერზე 100 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, განმეორებით დარღვევაზე სანქცია სამმაგდება. ავტომობილების გარდა აქტიურად მოწმდება ჰაერის ხარისხიც.
რას აჩვენებს მონიტორინგის შედეგები – ნახეთ შალვა სუმბაძის სიუჟეტი.