ავტომანქანების ექსპორტი საქართველოში

მეზობელ ქვეყანაში ამოქმედებულმა ახალმა საბაჟო ტარიფმა ქართველი ავტოდილერები გამოწვევის წინაშე დააყენა.

სომხეთში მანქანების გაყვანის მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან მკვეთრად არის შემცირებული, რაც ადგილზე განბაჟების გადასახადის გაძვირებას უკავშირდება. ამიტომ ახლა ავტოდილერები ავტომობილების რეექსპორტისთვის ახალ ბაზრებს ეძებენ. სტატიტიკის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის შემდეგ პირველად საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში სწორედ მსუბუქი ავტომობილები ლიდერობენ.