ავტოკეფალიის აღდგენის დღე

25 მარტი გამორჩეული თარიღია საქართველოსთვის.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 102 წელი გავიდა.

1817 წელს რუსეთის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებით საქართველოს ეკლესია რუსეთის საეკლესიო სინოდს დაუქვემდებარეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში ავტოკეფალიის აღდგენისთვის დაწყებული ბრძოლა რუსული რეპრესიების და ქართველი ეპისკოპოსების შევიწროების ფონზე მიმდინარეობდა.

არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა ავტოკეფალიის აღდგენის პირველი წლებიც, რადგან 1917 წლის გადაწყვეტილებას ოფიციალური აღიარება სჭირდებოდა.