ავტოკეფალიის აღდგენის დღე – პრემიერ-მინისტრის განცხადება

12:09, 25.03.2026

პრემიერ-მინისტრი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „წელს ეს საზეიმო თარიღი ეროვნული მწუხარებითაა დაჩრდილული – გამოვეთხოვეთ ერის სულიერ წინამძღოლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის უამრავ ღვაწლს შორის ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ დედაეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის მსოფლიო დონეზე აღიარებაა. ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი არა მხოლოდ ეკლესიის გაძლიერების, არამედ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში. დღეს, მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა გლოვობს, ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი – ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მყარი საფუძველი – ყველაზე ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას. გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ პატრიარქის დატოვებულ ერთობას და მისი ხსოვნისადმი უდიდესი პატივისცემით, ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

მსგავსი