ისტორიული თარიღი საქართველოსა და ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
1917 წლის 25 მარტს, სვეტიცხოვლის ტაძარში ქართული სამღვდელოების საგანგებო სხდომა ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 108 წელი გავიდა. ამ თარიღს წინ უსწრებდა საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1811 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმება, რომელიც ქვეყანამ მეხუთე საუკუნეში მიიღო და მძიმე 106 წელი ქართული ეკლესიის ისტორიაში. რუსეთის სინოდის ხელმძღვანელობა, დანიშნული ეგზარქოსები, ტაძრების ძარცვა, ეპარქიების შემცირება, ქართული წირვა-ლოცვის რუსულით შეცვლა.
1917 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ერთი წლით ადრე გამოცემული ისტორიული აქტი და წლების შემდეგ, 1990 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით მოპოვებული მსოფლიო აღიარება – ნახეთ გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟი.