25 მარტი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ამ დღეს თან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში, მეექვსე ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უშუალო ძალისხმევით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო.