ავტოიმპორტიორების აქცია გორში
ავტომობილებზე აქციზის ტარიფის ზრდა დღეს გორში გააპროტესტეს. აქციაზე ავტომფლობელები და იმპორტიორები შეიკრიბნენ და იმ რისკებზე ისაუბრეს, რომლებიც, მათივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვება. აქციის მონაწილეთა აზრით, აღნიშნული რეგულაციები ქართულ ავტობაზარს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჩაუგდებს ხელში.