ავტოფარეხების დემონტაჟი თბილისში

21:40, 03.09.2026

ავტოფარეხების დემონტაჟის პროგრამა გრძელდება. პროცესს წინ მფლობელებთან მოლაპარაკებები უძღვის. საუბარია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე აგებულ იმ ობიექტებზე, რომლებსაც დედაქალაქის მთავრობა უკანონოდ მიიჩნევს. ავტოფარეხების უმეტესობა ჯერ კიდევ 90-იან წლებშია მოწყობილი. მოქალაქეთა ნაწილის პროტესტის და წინააღმდეგობის მიუხედავად, სპეციალური პროგრამის ფარგლებში დემონტაჟის გაგრძელება ქალაქის ყველა რაიონში იგეგმება. გამოთავისუფლებულ ადგილებზე მერია საბავშვო და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აპირებს.

მსგავსი