ავტობუსების მოძრაობის განრიგი
თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ მოძრაობენ.
მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს დღეს დილიდან, 8:00-დან 20:00 საათამდე ემსახურება. გუშინ და დღეს დაწესებულია ცხრა დროებითი მარშრუტი. მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. ავტობუსები მოძრაობს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“ „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ – მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.