ავტობუსების დამატებითი მარშრუტები

18:28, 30.06.2025

3 ივლისიდან პირველ აგვისტომდე აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საგამოცდო დღეებში ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით მოემსახურებიან.

მსგავსი