ავტობანის მშენებლობაზე დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

რიკოთის უღელტეხილზე, ავტობანის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებზე დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი ამ დრომდე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რჩება. მას ნეკნების მოტეხილობა აქვს.

სოფელ უბისაში მიმდინარე სამუშაოებზე მინისაწარმოს რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა. დაშავდა სამი მუშა. მათგან ორი სახლში მკურნალობს. პროფკავშირების იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. საავადმყოფოში მყოფი 64 წლის ვაკერი ბანცაძე დღეს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მოინახულა.

დატოვე კომენტარი