ავტოავარიებში დაღუპულთა სტატისტიკა 

კანონის რამდენჯერმე გამკაცრების მიუხედავად, ავარიების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკა მაინც საგანგაშოა.

2019 წლის მონაცემები წინა წლის მაჩვენებელს აჭარბებს. ბოლო ორი ფაქტი გუშინ მოხდა. ქვიშხეთთან და კახეთში შემზარავ ავტოსაგზაო შემთხვევებს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

რატომ არის მზარდი სტატისტიკა მაშინ, როდესაც ბოლო ორ წელიწადში ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით არაერთი რეფორმა გატარდა: დამონტაჟდა ე. წ. ჭკვიანი კამერები, ამოქმედდა ქულათა სისტემა და ქუჩებში გავიდა უკონტაქტო პატრული.

ოპოზიცია და მესამე სექტორი პრობლემის მიზეზს კანონმდებლობის არასათანადოდ აღსრულებაში ხედავენ. სფეროს სპეციალისტები საგზაო ინფრასტრუქტის მოწესრიგებასაც ითხოვენ.