ავტოავარიების სტატისტიკა 

21:54, 03.11.2025

ავარიების სტატისტიკა გაუარესდა.

ბოლო ცხრა თვის მონაცემები აჩვენებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44-ით გაიზარდა. იანვრიდან ოქტომბრამდე ავარიებს 345 ადამიანი ემსხვერპლა. საგანგაშოა დაშავებულების რიცხვიც. კანონის და ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, სიჩქარის გადაჭარბება და არასწორი მანევრირება ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარ გამომწვევ მიზეზებად რჩება. გაზრდილია მოტოციკლეტების მონაწილეობით ავარიების რაოდენობაც.

არასამთავრობო სექტორმა რამდენიმე წინადადება მოამზადა. რეკომენდაციები მთავრობას უკვე გაეგზავნა.

მსგავსი