საქართველოში ავტოავარიების სტატისტიკა ისევ საგანგაშოა – შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 316 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის მაღალია დაღუპული ქვეითების რიცხვი. ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად მსუბუქი ავტომობილების მონაწილეობით ხდება, თუმცა სულ უფრო იზრდება მოტოციკლების მონაწილეობით მომხდარი ავარიების რაოდენობა, რომლებსაც მხოლოდ წლის პირველ ნახევარში რვა ადამიანი ემსხვერპლა. ამ სტატისტიკაში არ არის რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.
რატომ ვერ ხერხდება სტატისტიკის შემცირება და რა რეგულაციებია მოსალოდნელი მოტოციკლების მფლობელებისთვის – მარიამ აფციაური დეტალებით.