2024 წელს ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2023 წელთან შედარებით გაზრდილია.
დაიღუპა 444 ადამიანი. დაშავებულების რაოდენობა 7 600-ს აღწევს. მონაცემებს საგანგაშოდ მიიჩნევენ საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებიც საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ფონზე სტატისტიკის შემცირებას ელოდებოდნენ. მაჩვენებლების გაუარესებას ექსპერტები დამატებითი რეგულაციების არ არსებობას და უკვე მიღებული კანონების აღსრულების კუთხით გამოვლენილ პრობლემებს უკავშირებენ. რეკომენდაცია და მოწოდებაა დიდ ქალაქებში დაშვებული სიჩქარის კიდევ უფრო შემცირება, დარღვევებზე ვიდეო მონიტორინგის გამკაცრება და კამერებით კონტროლის ქულათა სისტემაზე მიბმა.